ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ, დაშავებულია ათამდე პირი

08.11.24 10:31
ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ, დაშავებულია ათამდე პირი

ისრაელის მედიის ცნობით,  ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ, დაშავდა მინიმუმ ათი ადამიანი. 

თავდასხმა აიაქსისა“ და „მაკაბი თელ ავივის“ საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა. 

ადგილობრივმა პოლიციამ  57 ადამიანი დააკავა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ნიღბიანი ადამიანები თავს ესხმიან ებრაელ გულშემატკივრებს, ზოგიერთ თავდამსხმელს ხელში პალესტინის დროშები უჭირავს.