პუტინი აცხადებს, რომ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა საკუთარ პირობებს აყენებას

08.11.24 10:42
პუტინი აცხადებს, რომ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა საკუთარ პირობებს აყენებას

რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მზადაა, უკრაინასთან სამშიდობო მოლაპარაკებები გამართოს, თუმცა არა კიევის პირობებით. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა "ვალდაის" პლენარულ სესიაზე განაცხადა. 

რუსეთი მზადაა, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა კიევის „სურვილების“ საფუძველზე, არამედ „სტამბულის“ და დღევანდელი რეალობის საფუძველზე, - თქვა პუტინმა.

რაც შეეხება უკრაინის საზღვრებს, პუტინის თქმით, ეს საკითხი "რუსეთის ისტორიულ ტერიტორიებზე" მცხოვრებლებმა უნდა გადაწყვიტონ. 

უკრაინის ახალი საზღვრები დამოკიდებული იქნება მიმდინარე მოვლენების დინამიკაზე და რუსეთის ისტორიული ტერიტორიების მაცხოვრებლების მოსაზრებებზე, - თქვა მან.

ამასთან, ოკუაპნტი ქვეყნის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ თუ უკრაინას ნეიტრალური სტატუსი არ ექნება, რუსეტის ფედერაციასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები ვერ შედგება. 

მსგავსი სიახლეები