ვერ ვხედავთ პუტინის მზადყოფნას, უარი თქვას უკრაინის ტერიტორიის "შთანთქვაზე" - მილერი
ამერიკა ვერ ხედავს პუტინის მზადყოფნას, რომ უკრაინაში გაჩაღებული ომი დაასრულოს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კრემლის მფლობელი მზად არაა, უარი თქვას უკრაინის "შთანთქმის" ზრახვებზე.
ჩვენ ვერ ვხედავთ იმის მტკიცებულებას, რომ პუტინი მზად არის უარი თქვას თავის მოთხოვნაზე, გააგრძელოს უკრაინის ტერიტორიის შთანთქმა, - განაცხადა სპიკერმა.
მილერის თქმით, პუტინი მხოლოდ ისეთ მოლაპარაკებებს დათანხმდება, სადაც ის ყველაფერს მიიღებს, უკრაინა კი - ვერაფერს.
ეს არ არის მოლაპარაკებები, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი არის დაინტერესებული და არცუნდა იყოს დაინტერესებული, - ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
პუტინი აცხადებს, რომ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა საკუთარ პირობებს აყენებას