გუანტანამოს ციხის ყოფილი პატიმარი ავღანეთის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა

25.08.21 18:23
გუანტანამოს ციხის ყოფილი პატიმარი ავღანეთის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა

გუანტანამოს ციხის ყოფილი პატიმარი ავღანეთის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აბდულ კაიუმ ზაქირი, რომელიც ,,თალიბანის" დაჯგუფების აქტიური წევრი იყო, 2001 წელს ამერიკელმა სამხედროებმა დააპატიმრეს, ჯერ ბაგრამის ბაზაზე ჰყავდათ, მოგვიანებით კი გუანტანამოს ციხეში გადაიყვანეს, სადაც სასჯელს ტერორისტული ჯგუფის წევრები და განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები იხდიდნენ.

აბდულ ზაქირი გუანტანამოდან 2007 წელს გაათავისუფლეს და მან ,,თალიბანის" რიგებში აქტიური ბრძოლა კვლავ განაგრძო.

ცნობისათვის, ,,თალიბანმა" თავისი წარმომადგენლები ავღანეთის რამდენიმე სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელად დანიშნა. მათ შორის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, განათლებისა და ფინანსთა სამინისტროებსა და ქაბულის გუბერნიაში.