სისხლიანი ქორწილი კავკასიაში - პატარძალთან ცეკვის გამო ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

პატარძალთან ცეკვის გამო ახალგაზრდა ადგილზე ჩაცხრილეს. ამის შესახებ ტელეგრამ არხი ,,112" იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, ყარაჩევო-ჩერქეზეთში გამართულ ქორწილში ტრაგედია დატრიალდა, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის მსხვერპლი მოჰყვა.
ირკვევა, რომ პატარძალთან ცეკვას რამდენიმე მამაკაცი ცდილობდა, რა დროსაც მათ შორის უთანხმოება და დაპირისპირება დაიწყო. დაპირისპირება მალე ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთი სტუმარი ცეცხლსასროლი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრეს.
დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მკვლელობაში 2 პირია ბრალდებული- 31 და 32 წლის მამაკაცები, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან თეთრი ფერის Porsche Cayenne-ით მიიმალნენ.