ოდესაში დრონების იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

09.11.24 12:36
ოდესაში დრონების იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

შაბათს ღამით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას 51 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს - უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დრონით დარტყმამ ოდესაში შენობა დააზიანა.

ოდესის რეგიონული პროკურატურის ინფორმაციით, ოდესაში უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად, ერთი ადგილობრივი დაიღუპა და 13 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია. 

უკრაინის საჰაერო ძალები იუწყება, რომ რუსეთმა შაჰიდის ტიპის დრონი კრასნოდარის ოლქიდან გაუშვა, რომელთაგანაც 32 დრონი ჩამოაგდეს, 18 ლოკაციურად დაიკარგა.