ტრამპი პუტინს ესაუბრა - ცნობილია საუბრის შინაარსი

11.11.24 10:18
ტრამპი პუტინს ესაუბრა - ცნობილია საუბრის შინაარსი

გამოცემა Washington Post-ის  ინფორმაციით, 7 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. 

გამოცემის ცნობით, ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავება ურჩია და ევროპაში ამერიკული სამხედრო განლაგებების შესახებ შეახსენა.

Washington Post-ის ინფორმაციით, ტრამპმა პუტინს ფლორიდის რეზიდენციიდან დაურეკა.  ტრამპის საარჩევნო შტაბში ამბობენ, რომ კერძო სატელეფონო საუბრების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

კომუნიკაციის შესახებ კრემლს ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

რაც შეეხება უკრაინის პოზიციას - ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კიევი წინასწარ იყო ინფორმირებული ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის დაგეგმილი სატელეფონო საუბრის შესახებ.

 

მსგავსი სიახლეები