თალიბანმა ქალებს ქუჩაში მამაკაცის თანხლების გარეშე გამოსვლის უფლება მისცა

26.08.21 18:34
თალიბანმა ქალებს ქუჩაში მამაკაცის თანხლების გარეშე გამოსვლის უფლება მისცა

თალიბანმა ქალებს ქუჩაში მარტო გამოსვლის უფლება მისცა, ხოლო ქუჩებში მუსიკის მოსმენა კი აკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემამ ინტერვიუ ჩაწერა ,,თალიბანის" წარმომადგენელთან, ზაბიხულა მუჯახიდთან, რომელიც აცხადებს, რომ მოძრაობა ,,თალიბანი" მზადაა, მხარი აუწყოს დროს, მაგრამ ისლამის კანონებს არ დაარღვევს.

ისლამი მუსიკას კრძალავს და ჩვენ შევეცდებით, დავარწმუნოთ ხალხი, არ გააკეთონ ეს. ჩვენ ვცდილობთ, ახალი მომავალი ავაშენოთ. რაც შეეხება ქალებს, მათ შეუძლიათ, წინანდელ ცხოვრებას დაუბრუნდნენ და სახლში დარჩნენ, სანამ დაჯგუფებების წარმომადგენლები მათთან ნორმალურ ურთიერთობას არ ისწავლიან. 

ქალებს შეუძლიათ, თუ ერთი დღის საქმეზე მიდიან, სკოლაში, ოფისში, უნივერსიტეტში, ან საავადმყოფოში, თანმხლების მამაკაცის გარეშე გადაადგილდნენ, ხოლო თუ მათ მინიმუმ 3 დღიანი ვადით გამგზავრება სურთ, მახრანი [თანმხლები მამაკაცი} აუცილებელია - განაცხადა ზაბიხულა მოჯახიდმა.

,,ტალიბანის" წარმომადგენელმა The New York Times-თან ინტერვიუში უკმაყოფილება გამოხატა იმ ფაქტის მიმართ, რომ ავღანეთის მაცხოვრებლები ქვეყანას ტოვებენ.

ჩვენს ქვეყანას სჭირდება კვალიფიციური სპეციალისტები. ავღანელი ექიმი, პროფესორი, ან სხვა ამერიკაში ჩასვლისას მეეზოვე, ან მზარეული ხდება, ჩვენ კი მათი კვალიფიკაცია ძალიან გვჭირდება - განაცხადა ზაბიხულა მოჯახიდმა.