აფეთქებები ქაბულის აეროპორტთან - დაღუპულებს შორის ამერიკელი სამხედროებიც არიან
ავღანეთში, ქაბულის აერპორტის სიახლოვეს განხორციელებულ აფეთქებებს 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც. შემთხვევა 27 აგვისტოს იმ ადგილას მოხდა, სადაც ქვეყნის დატოვების მოსურნე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. პენტაგონის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 11 ამერიკელი სამხედროც არის.
აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, პირველი მონაცემებით აფეთქება თვითმკვლელმა მოიერიშემ განახორციელა.
გასულ ღამით დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ თავდასხმის საფრთხეს ქმნიდა ავღანეთში მოქმედი, ექსტრემისტულ ჯგუფ "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის მქონე დაჯგუფება.