აცრის შიში სრული აბსურდი და უსამართლობაა - მსოფლიო პატრიარქი
"სრული აბსურდი და უსამართლობაა სხვა ადამიანების მხრიდან აცრის შიში. არ არსებობს ამის გონივრული მიზეზი"- მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს:
კვლავ ყველას მოვუწოდებ, არ გადადონ და აიცრან, რათა თავიდან აიცილონ სერიოზული საფრთხეები, რამაც შეიძლება სიკვდილიც განაპირობოს. ჩვენ, როგორც ეკლესია, როგორც რელიგია, განსაკუთრებით მსოფლიო საპატრიარქო, პატივს ვცემთ მეცნიერებას, მეცნიერებს, ახალ აღმოჩენებს და მათ ჩვენს ცხოვრებას ვუსაბამებთ",- აცხადებს მსოფლიო პატრიარქი.
მისი თქმით, ანტივაქსერები სწორად არ ფიქრობენ, არ ფიქრობენ ლოგიკურად და უსამართლობას სჩადიან როგორც თავიანთი თავის, ასევე სხვების მიმართ.
ისინი გაუაზრებლად გადასცემენ კორონავირუსს თავიანთ თანამოძმეებს, რაც დიდი საფრთხეა" - განაცხადა ბართლომეოსმა.
მსოფლიო პატრიარქი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ ბართლომეოსი 28 იანვარს აიცრა.