აშშ-მ ქაბულში ავტომობილი ააფეთქა, რომლითაც "ისლამური სახელმწიფოს" მეომრები გადაადგილდებოდნენ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქაბულში ის ავტომობილი ააფეთქა, რომლითაც ექსტრემისტული გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" მეომრები გადაადგილდებოდნენ.
აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ქაბულის აეროპორტთან „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო თვთითმკვლელი ტერორისტის ავტომობილი დაბომბა.
„ბიბისი“ აშშ-ის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ ავტომობილში მყოფი მამაკაცი ქაბულის აეროპორტში აფეთქებას გეგმავდა.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავიაიერიშის შემდეგ მომხდარი კიდევ ერთი აფეთქება ავტომობილში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი საშუალებების არსებობას ადასტურებს.
აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, წარმატებულმა ავიაიერიშმა გარდაუვალი საფრთხე აღმოფხვრა.