აშშ-მ ავღანეთიდან ევაკუაცია ოფიციალურად დაასრულა

31.08.21 10:21
აშშ-მ ავღანეთიდან ევაკუაცია ოფიციალურად დაასრულა

აშშ-მ ავღანეთიდან ევაკუაცია ოფიციალურად დაასრულა. ავღანეთი ყველა ამერიკელმა სამხედრომ დატოვა. 

ბოლო 17 დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა განახორციელეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ევაკუაცია და გამოიყვანეს 120 000-ზე მეტი ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების მოქალაქეები, ასევე შეერთებული შტატების ავღანელი მოკავშირეები”, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, ავღანეთის დატოვება ყველა მსურველმა ვერ შეძლო.

"ყველა ამერიკელი სამხედრო გაყვანილია ავღანეთიდან. ამას 100%-ით ზუსტად გეუბნებით", - თქვა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა, კენეტ ფრენკ მაკკენზიმ.

ავღანეთის დედაქალაქში თალიბანი სწორედ 15 აგვისტოს შევიდა.