რუს ოპოზიციონერს, ალექსანდრ ნავალნის, გერმანული პრემია გადაეცა

03.09.21 16:36
რუს ოპოზიციონერს, ალექსანდრ ნავალნის, გერმანული პრემია გადაეცა

რუს ოპოზიციონერს, ალექსანდრ ნავალნის და მის ორგანიზაციას, ,,კორუფციასთან ბრძოლის ფონდი", გერმანული პრემია მიენიჭა. ამის შესახებ DW წერს. გამოცემის ინფორმაციით, გერმანული პრემია M100 Media Award მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს კორუფციასტან ბრძოლისა და განსაკუთრებული ღვაწლისთვის გადაეცემათ.

იმის გამო, რომ რუსი ოპოზიციონერი საპატიმროშია, პრემიას ნავალნის უახლოესი თანამებრძოლი, ლეონიდ ვოლკოვი, ჩაიბარებს. 

ალექსეი ნავალნი პუტინის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რუსეთის პრეზიდენტს კორუფციაში დებს ბრალს.

ნავალნის იანვარში რუსეთის სასამართლომ თაღლითობის მუხლით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.