ჩინეთის ტელევიზიებში ,,ცოლისმაგვარი" მამაკაცების გამოჩენა აიკრძალა

03.09.21 18:42
ჩინეთის ტელევიზიებში  ,,ცოლისმაგვარი" მამაკაცების გამოჩენა აიკრძალა

ჩინეთის ტელევიზია მხოლოდ ტრადიციულ, რევოლუციურ და სოციალისტურ კულტურას უნდა აშუქებდეს - აღნიშნული გადაწყვეტილება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რადიო და ტელემაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტმა მიიღო. იუწყება vesti.ru

ჩინეთის სახელმწიფო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, ტელევიზიაში მოწვეული ყველა სტუმარი საგულდაგულოდ უნდა შემოწმდეს.

ტელევიზიებში უნდა მოხდეს სტუმრების, მათი ტანსაცმლის, მაკიაჟის, სტილის, სამკაულების საგულდაგულოდ შემოწმება, ასევე, აუცილებელია, დაიბლოკოს ეთერში ,,ცოლისმაგვარი" მამაკაცებისა და სხვა არანორმალური ესთეტიკის გამოჩენა. 

გარდა ამისა, არ უნდა მოხდეს ეთერში ისეთი ინფორმაციები, რაც ასახავს ცხოვრებით ტკბობას, ჭორს და სკანდალს. - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩინეთის რადიო და ტელემაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტი ასევე კრძალავს ეთერში ისეთი სტუმრის მოწვევას, რომელიც არ გამოირჩევა პოლიტიკური განათლებით, ან არასწორი პოლიტიკური შეხედულების, პოზიციის მატარებელია. აგრეთვე იკრძალება ტელევიზიებში კანონდამრღვევების მოწვევა და ჩვენება. 

ცოტა ხნის წინ ჩინეთში ბავშვებსა და მოზარდებს ახალი შეზღუდვა დაუწესეს, არასრულწლოვანებს უფლება აქვთ, ონლაინ-თამაშებს კვირაში მხოლოდ 3 საათი დაუთმონ, პარასკევს, შაბათსა და კვირას საღამოს 8-დან 9 საათამდე.