„ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად, ერაყში ათი პოლიციელი დაიღუპა
ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმას ერაყში ათი პოლიციელი ემსხვერპლა, დაჭრილია 4 სამართალდამცავი. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმა ქალაქ ქირქუქის ჩრდილოეთით მოხდა. ორმხრივი სროლა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მანამდე კი ორმხრივი სროლა იყო ქალაქ მოსულშიც, სადაც სამი ერაყელი პოლიციელი დაიღუპა.
„ისლამური სახელმწიფოს“ წევრები ერაყის სხვადასხვა რაიონში თავს ესხმიან სამთავრობო ძალებს.