თალიბებმა მათ წინააღმდეგ მებრძოლი ბოლო ავღანური პროვინციის დაკავების შესახებ უკვე მეორედ განაცხადეს

დაჯგუფება ,,თალიბანმა" დღეს უკვე მეორედ განაცხადა, რომ მათ წინააღმდეგ მებრძოლი ბოლო ავღანური პროვინცია უკვე აიღო. ამის შესახებ გერმანული გამოცემა DW იუწყება. გამოცემა აქვეყნებს რადიკალების ლიდერის ინტერვიუს, სადაც ზაბიხულა მუჯახიდი ოფიციალურად ადასტურებს ფანჯშერის რეგიონზე სრულ კონტროლს.
ფანჯშერის პროვინცია სრულად დავიკავეთ. გუბერნატორის შენობის წინ ჩვენი დროშაა აღმართული - აცხადებს მუჯახიდი
ფაქტს ავღანური სააგენტო Asvaka-ც ადასტურებს, თუმცა ,,ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი" აცხადებს, რომ ,,თალიბების" მტკიცება სიცრუეა. მათი ინფორმაციით, ,,ფრონტის" მებრძოლები ფანჯშირის პროვინციაში ყველა სტრატეგიულ პოზიციას ფლობენ.
გვინდა, დავარწმუნო ავღანელი ხალხი, რომ ,,თალიბანისა" და მათი მომხრეების წინააღმდეგ ბრძოლა არ შემწყდარა და ის მანამ გაგრძელდება, სანამ ჩვენს ქვეყანაში თავისუფლება და სამართლიანობა არ იზეიმებს - აცხადებენ ფანჯშირის ხეობის დამცველები.
მას შემდეგ, რაც ,,თალიბანმა" ქაბული აიღო და ქვეყნის მართვა ჩაიბარა, ფანჯშირის პროვინცია ერთადერი რეგიონი იყო, რომელმაც რადიკალებს წინააღმდეგობა გაუწია.