ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

06.09.21 19:37
ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში  გარდაიცვალა

88 წლის ასაკში ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, ჯან პოლ ბელმონდო, გარდაიცვალა. ამის შესახებ Agence France-Presse იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ბელმონდო 1933 წელს პარიზში, ფრანგი მოქანდაკის, პოლია ბელმონდოს, ოჯახში დაიბადა. პირველად კინემატოგრაფიაში 1957 წელს გამოჩნდა, მონაწილეობა მიიღო ეპიზოდურ როლში ფილმში ,,მოლიერი". საყოველთაო აღიარება დაიმსახურა ფილმით ,,უკანასკნელ ამოსუნთქვამდე" , რომელიც ეკრანებზე 1959 წელს გამოვიდა.

მისი საუკეთესო როლები იყო ფილმებში; ,,პროფესიონალი", ,,ქალი არის ქალი", ,,საუცხოო", ,,უჭკუო პიერო" და სხვები. საერთო ჯამში ლეგენდარულმა მსახიობმა 80 როლი შექმნა.

1989 წელს ბელმონდომ მიიღო ,,სეზარი" საუცხოოდ შესრულებული როლისთვის ფილმში ,,ბედის ნებიერა", 2011 წელს კი კანის ფესტივალის ,,ოქროს პალმის რტოთი" დაჯილდოვდა, 2016 წელს კი - ,,ოქროს ლომით" მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის.