გერმანიაში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გოგრის ფესტივალი ტარდება

08.09.21 14:51
გერმანიაში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური  გოგრის ფესტივალი ტარდება

გერმანიის ქალაქი ლუდვიგსბურგი მსოფლიოში ყველაზე დიდ და მასშტაბურ გოგრის ფესტივალს მასპინძლობს. ამის შესახებ DW  იუწყება, გამოცემის ინფორმაციით, ქალაქის პარკში სხვადასხვა კომპოზიციისა და დეკორაციის მოსაწყობად 600 ჯიშის გოგრის 450 ათასი სახეობაა გამოყენებული.

წელს  გამოფენაზე მოეწყობა რამდენიმე სახის ღონისძიება, გოგრის აწონვის ფესტივალი, აგრეთვე, კულინარიული შეჯიბრი, რომელიც ითვალისწინებს უზარმაზარ, 555 ლიტრიან ქვაბში გოგრის წვნიანის,  აგრეთვე გოგრის ჩიფსებისა და მურაბების დამზადებას.

ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენას პანდემიის დაწყებამდე ყოველწლიურად 200 ათასი ადამიანი სტუმრობდა, ახლა კი ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.