ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდა

01.01.25 12:05
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდა

 ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობა სოციალურ პლატფორმა X -ზე  ავრცელებს.

პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

მზად ვართ, მომდევნო 6 თვე თანამშრომლობისთვის, ინოვაციებისთვის და საერთო მიღწევებისთვის. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უფრო უსაფრთხო, ძლიერი და ერთიანი ევროპისთვის“, - წერია ინფორმაციაში.

პოლონეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა უნგრეთისგან გადაიბარა.