არ არსებობს უცხო ქვეყნის აგენტი, არსებობს ჟურნალისტი - მედიის წარმომადგენელთა აქცია მოსკოვში

,,არ არსებობს უცხო ქვეყნის აგენტი, არსებობს ჟურნალისტი" - ამ სლოგანით ჟურნალისტთა სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რუსეთში მოქმედი 40-მდე გამოცემის წარმომადგენლებმა მოსკოვში აქცია გამართეს. ამ ქმედებით მედიამ რუსეთში მიღებული კანონი ,,უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ" გააპროტესტა- იუწყება DW.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღეს გამოცემებმა Дождь, The Bell, Медиазона, Republic, Новая газета, Мох, Бумага, Тайга.инфо, Важные истории, Doxa, 7×7, ОВД-Инфо, The Village, Медуза და რუსეთის ჟურნალისტთა პროფკავშირმა.
აქციის მიზანია, სოლიდარობა გამოვუცხადოთ უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებიც რუსეთის მთავრობამ ,,უცხო ქვეყნის აგენტებად" გამოაცხადა.
მოვუწოდებთ რუსეთის დუმას, გააფორმოს მემორანდუმი თავისუფალი სიტყვის დასაცავად - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.