ყველაზე სისხლიანი ტერაქტი - 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმიდან 20 წელი გავიდა

11.09.21 09:26
ყველაზე სისხლიანი ტერაქტი - 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმიდან 20 წელი გავიდა

ყველაზე საზარელი ტერორისტული ოპერაციიდან 20 წელი გავიდა - 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტული დაჯგუფების "ალ-ქაიდას" 19-მა წევრმა შტატებში 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა.

გამტაცებლებმა ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს შეაჯახეს, რასაც 3 000 მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ტყუპი კოშკები 2 საათის განმავლობაში ინგრეოდა. თითოეული მათგანი 110 სართულიანი იყო, საზარელ კადრებს ამერიკელები პირდაპირ ეთერში უყურებდნენ.

დღეს "ტყუპების" ადგილას,  შავი მარმარილოს მემორიალი დგას, კედლებზე კი ამოტვიფრულია ტერაქტის დროს დაღუპულთა სახელები.

2001 წლის 11 სექტემბერი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტერაქტის სახელით შევიდა.