რუსეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაღუპულია 4 მგზავრი

რუსეთში მცირე ზომის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. დაიღუპა 4 მგზავრი და დაშავდა 14.
ბორტზე სულ 16 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 14 მგზავრი და ეკიპაჟის 2 წევრი.
რუსული მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილას რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჩავიდა.
თვითმფრინავს მგზავრები ირკუტსკიდან კაზანჩისკოეს მიმართულებით გადაჰყავდა. ავიაკატასტროფის მიზეზი ამ ეტაპზე დაუდგენელია.