პუტინის რუსეთი ევროპის მთავარი გამოწვევაა - ევროპარლამენტმა რუსეთთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

16.09.21 14:35
პუტინის რუსეთი ევროპის მთავარი გამოწვევაა - ევროპარლამენტმა რუსეთთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

,,პუტინის რუსეთი ევროკავშირის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა" - ევროპარლამენტმა რუსეთთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

გამოცემა DW-ის ინფორმაციით, ევროკავშირი ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსულ გაზსა და ნავთობზე და ოლიგარქ პუტინს დამატებითი სანქციები დაუწესოს.

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთი პუტინის ხელმძღვანელობით საფრთხეს შეიცავს ცივილიზებული დასავლეთისთვის. 

დოკუმენტს მხარი 494 დეპუტატმა დაუჭირა, 103 წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 72-მა თავი შეიკავა. დებატები სტრასბურგში რუსეთთან დაკავშირებით ევროპარლამენტში სამშაბათს დაიწყო.

პუტინის რეჟიმი არის სტაგნირებული ავტორიტარული კლეპტოკრატია, ის ეწინააღმდეგება თავისუფლების, სტაბილურობისა და მშვიდობის ევროპულ იდეას, პუტინის აგრესიულმა პოლიტიკამ მოახდინა  ყირიმის უკანონო ანექსია, დაარღვია საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

 

ევროპარლამენტმა შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელიც შეიცავს კრიტიკულ ღონისძიებებს პუტინის კრიმინალური და ანტიდემოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, შემოიღოს დამატებითი სანქციები ოლიგარქ პუტინისა და მისი გარემოცვის, ასევე ოჯახის წევრების მიმართ, შეამციროს რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი, თუ ოფიციალური მოსკოვი კვლავ გააგრძელებს სამხედრო ზეწოლას ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრ ქვეყნებზე: უკრაინაზე, საქართველოზე, მოლდოვაზე, აზაერბაიჯანსა და სომხეთზე.

 

 

მსგავსი სიახლეები