ჩვენ მზად ვართ, ავაშენოთ უკრაინის მომავალი ევროკავშირის შიგნით-ანტონიო კოშტა

24.02.25 15:15
ჩვენ მზად ვართ, ავაშენოთ უკრაინის მომავალი ევროკავშირის შიგნით-ანტონიო კოშტა

მზად ვართ გავზარდოთ ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის, ავაშენოთ უკრაინის მომავალი ევროკავშირის შიგნით - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ უკრაინაში მიმდინარე უსაფრთხოების სამიტზე განაცხადა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, “ვერ იქნება წარმატებული მოლაპარაკებები  და მარადიული სიმშვიდე უკრაინის და ევროკავშირის გარეშე.“

 “მშვიდობა არ უნდა იყოს სიმბოლურად ცეცხლის შეწყვეტა, ეს უნდა იყოს მყარი შეთანხმება“, - დასძინა მან.

ვერ იქნება წარმატებული მოლაპარაკებები  და მარადიული სიმშვიდე უკრაინის და ევროკავშირის გარეშე. მხოლოდ უკრაინას შეუძლია გადაწყვიტოს, როდის დაახლოვდება პოზიციები და როდის დაიწყება სამშვიდობო მოლაპარაკებები. მშვიდობა არ უნდა იყოს სიმბოლურას ცეცხლის შეწყვეტა, ეს უნდა იყოს მყარი შეთანხმება. მხოლოდ , კონკრეტულ და ძლიერ უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ , სამართლიან და მარადიულ მშვიდობას უკრაინაში და ევროპაში. ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის. ჩვენ მზად ვართ, ავაშენოთ უკრაინის მომავალი ევროკავშირის შიგნით, - განაცხადა კოშტამ.

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 3 წლისთავზე კიევში სამიტი იმართება, რომელსაც ევროპულ ქვეყნების ლიდერები ესწრებიან. 

ამავე თემაზე:

 

მსგავსი სიახლეები