8 დაღუპული და 19 დაშავებული - ბოლო ცნობები პერმის უნივერსიტეტიდან
პერმში, სახელმწიფო უნივერსიტეტზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, თავდამსხმელი ამავე უნივერსიტეტის 18 წლის სტუდენტი აღმოჩნდა, რომელიც წინასწარი ინფორმაციით თავდასხმისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა.
ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.