არჩევნებმა რუსეთში დაშინებისა და ე.წ. კარუსელების ფონზე ჩაიარა - პიტერ სტანო

20.09.21 18:36
არჩევნებმა რუსეთში დაშინებისა და ე.წ. კარუსელების ფონზე ჩაიარა - პიტერ სტანო

ევროკავშირში აცხადებენ, რომ რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები წარიმართა დამოუკიდებელ კრიტიკოსთა დაშინების ფონზე - ამის შესახებ ევროკავშირის შიდა პოლიტიკის სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ, ,,ლენტა.რუ"-ს განუცხადა.

პიტერ სტანოს ინფორმაციით, არჩევნების მსვლელობისას რუსეთში არ იყო ორგანიზებული ნორმალური საერთაშორისო დაკვირვება. მისი თქმით, ევროკავშირი იმედგაცრუებას გამოთქვამს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მათ ამის საშუალება არ მისცა.