სტრასბურგის სასამართლომ ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

21.09.21 14:15
სტრასბურგის სასამართლომ ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

სტრასბურგის, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილი აგენტის, ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. სასამართლომ რუსეთს ლიტვინენკოს ცოლისთვის კომპენსაციის სახით 100 000 ევროს გადახდა დააკისრა. 

ECHR-მა დაადგინა, რომ ლიტვინენკოს მკვლელობა კგბ-ს ორმა აგენტმა ანდრეი ლუგოვოიმ და დიმიტრი კოვტანმა განახორციელეს იმ ოპერაციის ფარგლებში, რომელსაც სავარაუდოდ,  რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობდა.

კრემლის კრიტიკოსი, ალექსანდრე ლიტვინენკო 2006 წელს ლონდონში მოწამლეს, მას მომწვამვლელი ნივთიერება პოლონიუმი ჩაიში გაურიეს.

ბრიტანეთი ლიტვინენკოს  მკვლელობაში მოსკოვს ადანაშაულებდა, თუმცა რუსული მხარე ამ დრომდე უარყოს ბრალდებებს.