"პუტინმა უკრაინაზე ბარბაროსული შეტევები უნდა შეწყვიტოს და ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდეს" - სტარმერი

15.03.25 15:38
"პუტინმა უკრაინაზე ბარბაროსული შეტევები უნდა შეწყვიტოს და ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდეს" - სტარმერი

"პუტინმა უკრაინაზე ბარბაროსული შეტევები უნდა შეწყვიტოს და ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდეს" - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

ე.წ. მსურველთა კოალიციის ვირტუალური შეხვედრის დაწყებამდე კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ მსოფლიომ მყარი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის წინსვლა უნდა გააგრძელოს. 

თუ პუტინი მშვიდობის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი, მაშინ ეს ძალიან მარტივია, მან უკრაინაზე თავისი ბარბაროსული შეტევები უნდა შეწყვიტოს და ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს. ჩვენ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ, მყარი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის უნდა მოვემზადოთ“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

ცნობისთვის, აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მზად არის 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, თუ რუსეთიც იმავე ნაბიჯს გადადგამს. 

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინის პოზიციას, ის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას დათქმებით ითხოვს