ვინ იქნება მერკელის შემცვლელი - გერმანიაში არჩევნები ტარდება

26.09.21 14:31
ვინ იქნება მერკელის შემცვლელი - გერმანიაში არჩევნები ტარდება

გერმანიაში ფედერალური არჩევნები მიმდინარეობს.  ქვეყანა 16 წლის  შემდეგ ანგელა მერკელის შემცვლელს ირჩევს.

საარჩევნო უბნები გერმანიაში ადგილობრივი დროით დილის რვა საათზე გაიხსნა და 18 საათზე დაიხურება. ამის შემდეგ ცნობილი გახდება წინასწარი შედეგები.

არჩევნებში შვიდი პარტია და დამოუკიდებელი კანდიდატები მონაწილეობენ. წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, ხმათა 25%-ით მემარცხენე-ცენტრისტული ,,სოციალ-დემოკრატიული პარტია" ლიდერობს, მეორე ადგილზეა  ანგელა მერკელის ,,ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალისტური კავშირი"  22%-ით.