პირველად გერმანიის ისტორიაში ბუნდესტაგის დეპუტატი 2 ტრანსგენდერი ქალი გახდა

პირველად გერმანიის პარლამენტარიზმის ისტორიაში - ტრანსგენდერი ქალები ,,მწვანეთა პარტიიდან", ნიკე სლავიკი და ტესა განზერერი, ბუდესტაგის წევრები გახდნენ, იუწყება DW.
გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში [ბუნდესტაგი] ორმა ტრანსგენდერმა ქალმა, ჩრდილოეთ რეინიდან ნიკ სლავიკმა და ბავარიიდან ტესა განზერერმა, რომლებიც ,,მწვანეთა პარტიის" ლიდერები არიან, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
,,შეიძლება, ჭკუიდან გადავიდე, კიდევ არ მჯერა"- დაწერა არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ 27 წლის ნიკ სლავიკმა ,,ტვიტერზე". მისი განცხადებით, გერმანიის პოლიტიკაში ახალი ფურცელი იშლება, რომელიც შეუწყობს ხელს ადამიანის თვითგამორკვევას და ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვას.