არ გამოვრიცხავ, რომ შეზღუდვები ისევ დაწესდეს - ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვები ქვეყანაში ისევ დაწესდეს. ტიკარაძის ეს განცხადება სავარაუდოდ, ქვეყანაში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებლის ზრდას უკავშირდება.
არ გამოვრიცხავ, რომ შეზღუდვები ისევ დაწესდეს, ვინაიდან შეზღუდვები ეს არის ეფექტური გზა.თუმცა კიდევ ერთხელ მივუთითებ, მე ღრმად მწამს იმის, რომ ჩვენს მოსახლეობას ეყოფა გონიერება, ასევე საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ასევე ბიზნესს ეყოფა პასუხისმგებლობა და ისინი დაიცავენ ყველა იმ ღონისძიებებს, რომელსაც შრომითი ინსპექცია მიუთითებს, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ეპიდემიოლოგები მიუთითებენ და ჩვენ შევძლებთ, რომ ბიზნესის მინიმალური შეზღუდვით შევძლოთ დავძლიოთ მესამე ტალღა,-თქვა ტიკარაძემ
ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 2,53% პროცენტია.