მათთვის, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას, სასიამოვნო აქტი ნამდვილად არ არის - პეტრე ცისკარიშვილი MEGOBAR აქტზე
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი MEGOBARI აქტის მნიშვნელობაზე საუბრობს. ოპოზიციონერის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი დემოკრატიის განმტკიცების და უსაფრთხოების თავლსაზრისით, საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდაჭერის დასტურია.
ამასთან, ცისკარიშვილი ამბობს, რომ მათთვის, ვინც საქართველოს დემოკრატიას ძრს უთხრის, აღნიშნული აქტი, ცხადია, სასიმოავნო ვერ იქნება.
ეს მეგობარი აქტის შემთხვევითი სიტყვა არ არის. ეს არის შემოკლება, აკრონიმი იმ აქტისა, იმ დოკუმენტის, რომელიც ქვედა პალატამ მიიღო გუშინ კენჭისყრაზე აბსოლუტური უმრავლესობით და ორპარტიული მხარდაჭერით. აქ იგულისხმება საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდაჭერა უსაფრთხოების თვალსაზრისით, დემოკრატიის განმტკიცების კუთხით.
იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს მომავალ პერსპექტივებს, ამერიკასთან მეგობრობის და პარტნიორობის შესაძლებლობებს, მის უსაფრთხოებას და რაც მთავარია, დემოკრატიულ ინსტიტუციებს ძირს უთხრიან, მათთვის სასიამოვნო აქტი ნამდვილად არ არის, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
349 მომხრე, 42- წინააღმდეგი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტი“ მიიღო.
აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.