აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა
349 მომხრე, 42- წინააღმდეგი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტი“ მიიღო.
აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.
- კანონპროექტს მხარი დაუჭირა ჯამში 349-მა კონგრესმენმა, კერძოდ, მხარდამჭერებიდან - 168 რესპუბლიკელია, 181 კი დემოკრატი. წინააღმდეგ 42 წავიდა, 42-ს კი ხმა არ მიუცია.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში 433 კონგრესმენია - 220 რესპუბლიკელი და 213 დემოკრატი.
- კანონპროექტის მხარდამჭერი კონგრესმენიდან 168 რესპუბლიკელია, 181 კი დემოკრატი.
- მოწინააღმდეგეთაგან კი - 34 რესპუბლიკელი და 8 დემოკრატი.
რა ეტაპები დარჩა MEGOBARI აქტს გასავლელი?
კანონპროექტს საბოლოოდ მიღებისთვის სჭირდება როგორც სენატის, ისე წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერა.
- „მეგობარი აქტის“ სენატის საერთო სესიაზე კენჭისყრა, საჭიროა უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა;
- იმ შემთხვევაში თუ სენატიც და წარმომადგენელთა პალატაც „მეგობარი აქტის“ იდენტურ ვერსიას მიიღებს, მაშინ ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაეგზავნება. იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენელთა პალატა და სენატი განსხვავებულ ვერსიებს მიიღებენ, მაშინ კანონპროექტი „მომრიგებელ კომიტეტს“ გადაეცემა. ამ კომიტეტში განხილვის შედეგად მიღებული კანონპროექტი უბრუნდება წარმომადგენელთა პალატასა და სენატს საბოლოოდ დასამტკიცებლად;
- მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატაც და სენატიც „მეგობარი აქტს“ დაამტკიცებენ, ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეცემა
- აშშ-ის პრეზიდენტს კანონპროექტსის ხელმოსაწერად 10 დღიანი ვადა აქვს.
რა თქვეს კანონმდებლებმა წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტის განხილვის დროს
- "MEGOBARI ACT"-ი საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიულ მდგომარეობაზე პასუხს წარმოადგენს - ჯონი ოლსზევსკი
- "საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობა "ქართული ოცნების" ქმედებებმა შეარყია" - ბრაიან მასტი
- ივანიშვილი ცდილობს, ქვეყანა პუტინთან დააახლოოს - კოენი
- უილსონი: "მეგობარი აქტი" "ოცნების" ავაზაკებისთვის სანქციებს ითვალისწინებს
- უილსონი: "ოცნებამ" ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე ამერიკული კომპანიების შეთავაზება უარყო
კანონპროექტი, სახელწოდებით „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად.
კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.
MEGOBARI Act-ის ძირითადი დებულებებია:
- აინიციირებს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის სრულ გადასინჯვას, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის;
- მხარს უჭირს სამოქალაქო საზოგადოებას.
- მოითხოვს, პრეზიდენტმა დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და მათ ხელშემწყობებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კორუფციაში და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაყვანაში;
- გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის მუდმივი და უკანონო ოკუპაციის პირობებში;
- მხარს უჭერს ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, როდესაც საქართველო საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს