"მეგობარი აქტის" მიღება ხაზს უსვამს, რომ "ოცნების" ხელისუფლება კეთროვნად უნდა იქცეს - ბერდია სიჭინავა
მეგობარი აქტის მიღება ხაზს უსვამს, რომ "ოცნების" ხელისუფლება კეთროვნად უნდა იქცეს, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბერდია სიჭინავა საუბრობს. გახარიას გუნდის წევრი ამბობს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების ეფექტი ექნება.
მეგობარი აქტის მიღება ხაზს უსვამს, რომ საბოლოოდ, კეთროვნად უნდა იქცეს „ოცნების“ მოძალადე ხელისუფლება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საკანონმდებლო აქტით გამყარებულს აქვს მათ შორის, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე გადაწყვეტილების მიღების ეფექტი, იმიტომ, რომ უნგრეთშიც ამის შემდეგ, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, პოლიტიკას შეიცვლის „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, - ამბობს ბერდია სიჭინავა.
349 მომხრე, 42- წინააღმდეგი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტი“ მიიღო.
აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.