გრიგოლ გეგელია: კონგრესში რუსულ ავტოკრატიასთან მებრძოლმა ქართველმა ერმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

06.05.25 14:27
გრიგოლ გეგელია: კონგრესში  რუსულ ავტოკრატიასთან მებრძოლმა ქართველმა ერმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელია „MEGOBARI აქტის“ მიღებას ეხმაურება. პოლიტიკოსის თქმით,   რუსულ ავტოკრატიასთან მებრძოლმა ქართველმა ერმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. 

მისი თქმით, აშშ ღიად უჭერს მხარს სამოქალაქო ბრძოლას თავისუფალი ქართული სახელმწიფოსთვის.

გეგელიას შეფასებით, ამ მასშტაბის მხარდაჭერა არის მკაფიო დასტური იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არის ქართველი ხალხის და მისი დემოკრატიული პროტესტის გვერდით.

„სენატის საგარეო კომიტეტის ერთსულოვანი გადაწყვეტილება გუშინ უკვე კონგრესის გადაწყვეტილებითაც გამყარდა, რითაც „MEGOBARI აქტმა“ კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური წონა შეიძინა. აშშ-ის ორივე პალატის და ორივე პარტიის ნება ცხადია - გაიმარჯვებს ქართული დემოკრატია და არა რუსული ავტოკრატია. გაიმარჯვებს კეთილსინდისიერება და არა უკეთურება. გაიმარჯვებს სამართლიანობა და არა ტოტალური უსამართლობა, რომელშიც ჩაგვრთო რუსეთის მსახურმა, კრიმინალურმა ბანდფორმირებამ, სახელად „ქართული ოცნება“.

სრული ორპარტიული მხარდაჭერა ორივე პალატაში ნიშნავს, რომ „ MEGOBARI აქტმა“ უკვე გაიარა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები და სულ მალე გადაიქცევა მოქმედ კანონად“,- MEGOBARI აქტი“ პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მართავს პრორუსული და პროჩინური მთავრობა, რომელიც ანტიდასავლურ რეჟიმებთან თანამშრომლობს. ის ეჭვქვეშ აყენებს 2024 წლის წლის საპარლამენტო არჩევნებს, ღიად მოითხოვს არჩევნების სრულყოფილ გამოძიებას და აყენებს ყველა პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობის საკითხს. ამავე დროს, „MEGOBARI აქტი“ ითხოვს სანქციები დაუწესდეს „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებს და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართულები არიან საქართველოს დესტაბილიზაციაში, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩაშლაში და ამ ქვეყნის ფუნდამენტს ძირს უთხრიან.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველო გავათავისუფლოთ ბოროტმოქმედი რუსული რეჟიმისგან. მჭიდროდ ვართ კოორდინირებული საქართველოს მეგობრებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით და პირველ რიგში, აშშ-ში. მნიშვნელოვანი კავშირები გვაქვს როგორც „რესპუბლიკელებთან“, ასევე „დემოკრატებთან“ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი ხალხის მხარდამჭერი აქტი კანონად იქცეს“, - განაცხადა გეგელიამ.

349 მომხრე, 42- წინააღმდეგი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტი“ მიიღო.

აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.

მსგავსი სიახლეები