"ოცნება" მეგობარი აქტის მიღებასაც დიფ სთეითს უკავშირებს

07.05.25 17:20
"ოცნება" მეგობარი აქტის მიღებასაც დიფ სთეითს უკავშირებს

დაანონსებული სანქციების შემდეგ "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ისევ შეთქმულების თეორიაზე საუბრობს. კახა კალაზე მეგობარი აქტის მიღებას დიფ სთეითს უკავშირებს. ამტკიცებს, რომ ტრაპი დიფ სთეითთან ბრძოლას მოიგებს, საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები დალაგდება. 

ვაკვირდებით პროცესებს. აშშ-ს პრეზიდენტი როდესაც გახდა დონალდ ტრამპი, პირველ პრიორიტეტად დაასახელა „დიფ სთეითის“ დამარცხება. შესაბამისად, დღეს დიფ სთეითი არ არის დამარცხებული. ასევე მისი პრიორიტეტი იყო ომის დასრულება. არც ომია დასრულებული. ვაკვირდებით, ჩვენ ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს ამ კონკრეტული მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ ომიც მალე დასრულდება, დიფ სთეითიც დამარცხდება. თუ დიფ სთეითი იქნება დამარცხებული, რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიმართებითაც აისახება ურთიერთობებზე და გადალაგდება აბსოლუტურად, - ამბობს კალაძე.  

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტი“ 5 მაისს მიიღო.

აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.

ამასთან, ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე  იმ ადამიანების სია გამოაქვეყნა, ვისაც შეერთებული შტატები პირველ რიგში დაასანქცირებს.

სიაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მოსამართლეები, ბიზნესმენები და “ოცნების“ პროპაგანდისტები მოხვდნენ.

 

მსგავსი სიახლეები