ითხოვს თუ არა მზია ამაღლობელისგან ბოდიშის მოხდას? - რა თქვა დგებუაძემ სასამართლოზე და რას ამტკიცებს პოლიციის შეფი
ითხოვს თუ არა ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელისგან გათავისუფლების სანაცვლოდ ბოდიშის მოხდას? - აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსი დღეს სასამართლოს წინაშე ამბობდა, რომ "კანონი უნდა აღსრულდეს", თუმცა იქვე ამტკიცებდა, რომ ამაღლობელის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლების წინააღმდეგი არ არის.
ბათუმის სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ მზია ამაღლობელმა "თავისუფლებაში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი პროკურატურასა და სასამართლოს თავად უნდა მისცეს".
ამასთან, როგორც მან დღევანდელ პროცესზე განაცხადა, მას არასდროს მოუთხოვია ჟურნალისტისგან ბოდიშის მოხდა.
არ ვიცი ქალბატონი მზია შეცდომაში ვინ შეიყვანა, თითქოს, ირაკლი დგებუაძე მას ბოდიშის მოხდას სთხოვს. მე მსგავსი თხოვნა არ მქონია და არც კანონი მაძლევს ამის საფუძველს, რომ ეს მოვითხოვო.
რაც შეეხება ჩემს პოზიციას, პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ აღნიშნული ქმედების შემდეგ, კანონი აუცილებლად უნდა აღსრულდეს. არ შეიძლება, რომ ადამიანმა ასეთი ქმედება ჩაიდინო და სამართალდამცავმა უწყებებმა ამაზე რეაგირება არ მოახდინონ.
მზია ამაღლობელის თავისუფლებაში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი ან საპროცესო შეთანხმების და ა.შ. მან თავად და მისმა უფლებადამცველებმა თავად უნდა მისცენ სასამართლოს და პროკურატურას ამის განხორციელების საშუალება. იმის გარემოება, რომ მზია ამაღლობელი ამბობს, მე არაფერი დამიშავებია, კანონი არ დამირღვევია, სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობს და არა ის, რომ ირაკლი დგებუაძე პრინციპულად ვინმეს ბოდიშის მოხდას სთხოვს.
თუ ქალბატონი მზია სასამართლოს საშუალებას მისცემს მის მიმართ სამართლებრივად გამოყენებულ იქნას ჰუმანური აქტი, საპროცესო შეთანხმება ან სხვა რა რამ ეს სასამართლოს გადასაწყვეტია... რა თქმა უნდა ჩემი პოზიცია იქნება დადებითი. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა, ამის საფუძველს ქალბატონი მზია მისცემს - არ ვგულისხმობ ჩემს, ირაკლი დგებუაძის მიმართ ბოდიშის მოხდას"- თქვა მან.
შეგახსენებთ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის საქმეზე, აჭარის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის გამოკითხვა შეძახილების ფონზე მიმდინარეობს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სილის გაწვნის შედეგად "ტკივილი განიცადა".
მსგავსი სიახლეები
ბრიტანული სანქციები გემს, რომელიც ყულევის ნავსადგურში იმყოფებოდა - რა განმარტებას აკეთებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში
გაერთიანებული სამეფოს მიერ 2026 წლის ივნისში გამოცხადებულ ახალ სანქციებს, რომელთა ფარგლებში სანქცირებულ სუბიექტთა სიაში მოხვდა გემი SILVAR (IMO 9291262) საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმიანება.