კობახიძე, რომელიც 26 მაისს აუზზე გარუჯვას ამჯობინებდა, არაფერი ესაქმება ამ დღესთან - აქუბარდია

კობახიძე, რომელიც 26 მაისს აუზზე გარუჯვას ამჯობინებდა, არაფერი ესაქმება ამ დღესთან - ასე პასუხობს ივანიშვილის პრემიერის განცხადებას "გახარია- საქართველოსთის" გუნდის წევრი, თეონა აქუბარდია.
- გუშინ ირაკლი კობახიძემ "გაფრთხილა" სალომე ზურაბიშვილი და ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვინც 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას რეჟიმისგან თავისუფალ გარემოში აპირებს და მათ უთხრა, რომ "ფეხი არ დაუცდეთ".
აქუბარდია ამბობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ქართველი ხალხი ერთად აუცილებლად იზეიმებს და ამაში კობახიძე ხელს ვერავის შეუშლის.
ირაკლი კობახიძეს, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობასთან და საქართველოს სუვერენიტეტთან საერთო არაფერი არ აქვს, მათ შორის იმით, რომ ის შეგნებულად არასდროს საოკუპაციო ხაზთან არ გასულა, მიუხედავად ვალდებულებისა, მათ შორის იმითაც, რომ 26 მაისს ნაცვლად ხალხთან დგომისა ის აუზზე გარუჯვას ამჯობინებდა, არ ესაქმება არაფერი ამ დღესთან. შესაბამისად, ამ საერთო, სახალხო დღესასწაულს და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, რა თქმა უნდა, რომ ქართელი ხალხი ვიზეიმებთ", - ამბობს თეონა აქუბარდია.
კობახიძის განცხადებას გუშინ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც უპასუხა.
"ჩემი ფეხი არის მყარი" - უთხრა ივანიშვილის პრემიერს პრეზიდენტმა.