"ფეხი არ დაუცდეთ" - ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას

09.05.25 16:04
"ფეხი არ დაუცდეთ" - ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას

ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას მიმართავს - ივანიშვილის პრემიერი "აფრთხილებს" ყველას,  ვინც 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას რეჟიმისგან თავისუფალ გარემოში აპირებს.

ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების“ მიმართ - თქვა კობახიძემ. 

„26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი, ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც ეს ღონისძიებები იმართებოდა შარშან, შარშანწინ, წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია, ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების“ მიმართ“, - თქვა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები