ჩემი ფეხი არის მყარი - ზურაბიშვილის პასუხი კობახიძეს

09.05.25 21:24
ჩემი ფეხი არის მყარი - ზურაბიშვილის პასუხი კობახიძეს

 

 

"ჩემი ფეხი არის მყარი" - ასე პასუხობს ევროპის მოედანზე მისული საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" პრემიერის მიერ გაკეთებულ დღევანდელ განცხადებას. 

  • დღეს ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები "გააფრთხილა" და მათ უთხრა, რომ "ფეხი არ დაუცდეთ". 

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა "პირველებისთვის" მიცემულ კომენტარში 26 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ დღეს ქართველი ხალხი ქუჩაში კვლავ უნდა გამოვიდეს და ქვეყნის დამოუკიდებლობა კიდევ ერთხელ უნდა გადაარჩინოს.

ჩემი ფეხი არის მყარი. მინდა, რომ დაწყნარდეს. ჩვენი ფეხი არის მყარი. ვიცით, საითკენ მივდივართ და ამიტომ არის მყარი. ზუსტად ვიცით ჩვენი ორიენტაცია და არ ვკარგავთ. 26 მაისს ძალიან ბევრი ვიქნებით. მოწოდებაც არ სჭირდება ხალხს, რომ ყველანი უნდა გამოვიდეთ, რადგან დამოუკიდებლობის დღე არის დღე, როდესაც უნდა გადავარჩინოთ დამოუკიდებლობა. უნდა ვუთხრათ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ იქ ვდგავართ, სადაც ვიდექით და პრაქტიკულად, 30 წელია ვდგავართ ყოველ ჯერზე, როდესაც რაიმე საფრთხე ემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას, თუ საქართველოს ევროპულობას." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ამ წუთებში ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე სტუდენტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მესამე სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები დგანან. 

მშვიდობიან დემონსტრანტებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეურთდა. 

ამასთან, ევროპის მოედანზე სცენა მოეწყო, სადაც მოქალაქეები სიტყვით გამოვიდნენ. ადგილზე შეკრებილებს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა მიმართეს.

მსგავსი სიახლეები