ოპოზიციის პასუხი ირაკლი კობახიძეს

10.05.25 11:37
ოპოზიციის პასუხი ირაკლი კობახიძეს

ოპოზიციის პასუხი ირაკლი კობახიძეს - "გახარია-საქართველოსთის" გუნდის წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, კობახიძე, რომელიც "26 მაისს აუზზე გარუჯვას ამჯობინებდა, არაფერი ესაქმება ამ დღესთან" და მას არ შეუძლია ქართველ ხალხს ხელი შეუშალოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში. 

  • გუშინ ირაკლი კობახიძემ "გაფრთხილა" სალომე ზურაბიშვილი და ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვინც 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას რეჟიმისგან თავისუფალ გარემოში აპირებს და მათ უთხრა, რომ "ფეხი არ დაუცდეთ". 

ირაკლი კობახიძეს, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობასთან და საქართველოს სუვერენიტეტთან საერთო არაფერი არ აქვს, მათ შორის იმით, რომ ის შეგნებულად არასდროს საოკუპაციო ხაზთან არ გასულა, მიუხედავად ვალდებულებისა, მათ შორის იმითაც, რომ 26 მაისს ნაცვლად ხალხთან დგომისა ის აუზზე გარუჯვას ამჯობინებდა, არ ესაქმება არაფერი ამ დღესთან. შესაბამისად, ამ საერთო, სახალხო დღესასწაულს და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, რა თქმა უნდა, რომ ქართველი ხალხი ვიზეიმებთ", - ამბობს თეონა აქუბარდია.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა კი ამბობს, რომ "ანტიეროვნული ხელისუფლება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღის თანაზიარი ვერანაირად ვერ იქნება".

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, რომელსაც 26 მაისს აღვნიშნავთ, არის თარიღი, რომლის მონაწილე და თანაზიარი ვერ იქნება ყველაზე ანტიეროვნული ხელისუფლება, რომელიც კი გვყოლია, იმიტომ რომ ისინი იბრძვიან სწორედ ამ დღის და მრავალი თაობის მონაპოვარს, რაც არის საქართველოს დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი", - ამბობს თინა ბოკუჩავა.

კოალიცია "ცვლილების" წევრი, თენგო თევზაზე კი კობახიძეს უთვლის რომ მისი მუქარის არავის ეშინია და ის ქართული საზოგადოებისთვის არანაირ გავლენას არ წარმოადგენს.

ირაკლი კობახიძის დამოკიდებულება 26 მაისთან დაკავშირებით, 9 აპრილთან დაკავშირებით. ჩვენ კარგად ვიცით, მისთვის ეს თარიღები არაფერს ნიშნავს. აქედან გამომდინარე კობახიძის მუქარა ქართული საზოგადოების მიმართ არანაირ გავლენას არ წარმოადგენს. ის, არც 26 მაის იქნება, ამაზე უფრო ორგანიზატორები იტყვიან, ჩვენ კოალიცია "ცვლილებისთვის" და პარტია "ახალი" შეუერთდება ყველა მიტინგს და ყველა ღონისძიებას, რომელიც იქნება ქართული და ჩვენი ქვეყნის იდენტობის და ევროპული მომავლისთვის აუცილებელი", - ამბობს თენგო თევზაძე.  

კობახიძის განცხადებას გუშინ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც უპასუხა. 

"ჩემი ფეხი არის მყარი" - უთხრა ივანიშვილის პრემიერს პრეზიდენტმა

 

მსგავსი სიახლეები