საგარეო უწყებიდან თანამშრომლების გათავისუფლება მათ დატერორებას და დაშინებას ემსახურება - ექსპერტები
წმენდა საგარეო საქმეთა სამინისტროში - ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ამ უწყებაში მუშაობდნენ, ან შეხება ჰქონიათ, პირდაპირ ამბობენ, რომ ამჟამინდელი ე.წ. მთავრობა ბნელ საქმეს ემსახურება. მათი თქმით, "ოცნების" საგარეო კურსის ცვლილება უკვე ცხადია. პაატა გაფრინდაშვილის თქმით, საგარეო უწყებიდან გათავისუფლებულებს ეს ამბავი, პირიქით, უნდა ახარებდეთ, რადგან საქართველოს იზოლაციის საქმეში წვლილი არ მიუძღვით.
არ დავბადებულვარ, თორემ საგარეო საქმეთა სამინისტროში გავიზარდე და ბედნიერი ვარ იმ წლებით, რაც იქ გავატარე და მინდა, ყველას ვუთრხა, ვისაც დღეს გაუშვებენ, ვინც უკვე წასულია პროტესტის ნიშნად, რომ ისინი არიან ბედნიერები, იმიტომ, რომ არ ემსახურებიან ბნელ საქმეს და საქართველოს იზოლაციას. საგერო საქმეთა სამინისტრო კი არა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ასეა ზუსტად 78 მუხლში ჩაწერილი, უნდა ისწრაფვოდეს და ყველაფერს აკეთებდეს იმისთვის, რომ ეს ჩვენი მიზანი განხორციელდეს, თუმცა, ბუნებრივია, ეს იმიტომ ხდება, რომ კონსტიტუცის ჩარჩოდან არის გასული დღევანდელი ე.წ. ხელისუფლება, - ამბობს პაატა გაფრინდაშვილი.
პოლიტილოგი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ხდება. ავტორიტარიზმისა და დიქტატურისკენ სვლის ნაწილია. მისი თქმით, არალეგიტიმური ხელისუფლება ახლა გზით ცდილობს, ხალხში დააშინოს და პროტესტი ჩაახშოს.
მიდის ავტორიტარიზმის და დიქტატურის კონსოლიდაცია ჩვეულებრივად. თავიდანვე გამოაცხადეს, როგორც კი ეს ხელმოწერები დაიწყო, "უი, რა კარგია, სიედაც გასაშვები გვყავდა ეს ნაცების აგენტებიო". პირველი ეგ თქვეს და ახლა ასრულებენ, უბრალოდ. ისინი ყველანაირი გზებით ცდილობენ, ეს პროტესტი ჩაახშონ. ერთ-ერთი საშუალება ხალხის დაშინების და დატერორების არის ეს, რომ აი, სამსახურიდან გაგდებ თუ მიხვალ აქციაზე, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.
IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნების" რეჟიმის ინტერესი ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი არ არის. მისი თქმით, სწორედ ამას ემსახურება ის ფაქტი, რომ ევროინტეგრაციის მომხრე მოქალაქეებს საჯარო უწყებებიდან ათავისუფლებენ.
როდესაც უნდა ზირდებოდეს, პირიქით და აქტიურად უნდა მუშაობდეს ეს წარმოადგენლობები საქართველოს ინტერესების დასაცავად, ცხადია, რომ ამ რეჟიმის ინტერესი ნამდვილად არ არის საქართველოს ევროატლანტიკური კურსი, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება და ამიტომაც ათავისუფლებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ერთგგულნი არიან ამ კურსის და რეალურად, ისინი არიან პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას, - ამბობს გიორგი კლდიაშვილი.
"ქართული ოცნების" რეჟიმი NATO-ში საქართველოს საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობას ამცირებს - "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შტატებს აუქმებენ ამერიკაში, საქართველოს საელჩოში, გერმანიაში, ესპანეთში, მოლდოვასა და პოლონეთში.
"შაბათის ეთერს" საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებულმა არა ერთმა პირმა უთხრა, რომ რეჟიმის სამიზნე ახლა ის ხალხია, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციას მოაწერა ხელი, თქვა რომ არ ეთანხმება კობახიძის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე და იცავენ კონსტიტუციის 78-ე მუხლს.