კანონი დიპლომატების წინააღმდეგ - “ბოჭორიშვილი ევროინტეგრაციის მომხრეებს სჯის“
ხვალიდან ივანიშვილის პარლამენტი “დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მუშაობას იწყებს-მალე კანონით განისაზღვრება შემზღუდვავი მექანიზმები.
თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩათვლის, რომ რომელიმე დიპლომატმა სამინისტროს იმიჯი და ეროვნული ინტერესები შელახა, ბოჭორიშვილს შეეძლება სამსახურიდან გაუშვას.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებებით, ბოჭორიშვილი ცდილობს, სამინისტროდან ისეთი დიპლომატები გაუშვას, რომლებიც საქართველოს და ევროპული ინტეგრაციის კურსს ემსახურებიან და “ჩაანაცვლოს იმ ადამიანებით, რომლებიც მათი დავალებების შემსრულებლები იქნებიან.“
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ “ბოჭორიშვილი ქმნის დიპლომატიურ სამსახურში დევნის საფუძვლებს, ყველა ისეთი პირის წინააღმდეგ, რომელიც არ ჩაჯდბეა მაკა ბოჭორიშვილის კერძო სიმპატიებში.“
დაანონსებული კანონი ნიშნავს იმას, რომ მაკა ბოჭორიშვილი ქმნის დიპლომატიურ სამსახურში დევნის საფუძვლებს, ყველა ისეთი პირის წინააღმდეგ, რომელიც არ ჩაჯდბეა მაკა ბოჭორიშვილის კერძო სიმპატიებში. ის თავისი სიმპატია ანტიპატიების მიხედვით შეძლებს, ძალიან ფართო ინტერპრეტაციის შედეგად, დაითხოვოს საგარეო საქმეთა სამინსიტროდან ისეთი პირები, რომლებიც ძალიან ფართოდ და ბუნდოვნად კატეგორიებში ჩაჯდებიან. მაკა ბოჭორიშვილის მიზანია, საგარეო საქმეთა სამინისტრო დაცალოს ისეთი დიპლომატებისგან, რომლებიც საქართველოს და ევროპული ინტეგრაციის კურსს ემსახურებიან. ჩვენ მივედით შავ-ბნელ პარადოქსულ მდგომარეობამდე, როდესაც საგარეო სამსახური სჯის ევროინტეგრაციის მომხრეებს,- განაცხდა გრიგოლ გეგელიამ.
“შანტაჟს“ უწოდებს, კოალიცია “ცვლიელებებისთვის“ წვერი, გიორგი ბუტიკაშვილი დიპლომატიურ სამსახურში დაგეგმილ ცვლილებებს და ამბობს, რომ “ეს კანონი იმიტომ შემოიტანეს, რომ მარტივად მოახერხონ დარჩენილი დიპლომატების გათავისუფლება“.
ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელმაც ხელი მოაწერე ჩვენი ევროპული მომავლის დაცვას, პირველ რიგში არიან სამიზნეში ამოღებული და მათი მოშორება უნდათ, მაგრამ, ვინაიდან, „ქართული ოცნებას“ სურს სამომავლო ნაბიჯები გადააზღვიოს და ამიტომ არის ეს კანონიც დაინიცირებული. ამ საჯარო მოხელეებს ცხადია, გაუშვებენ, მსგავსი ახალი პრობლემა რომ არ შეიქმნას, ამიტომაც ეს კანონი შემოიტანეს, რათა მერე მარტივად მოახერხონ დანარჩენების გათავისუფლებაც. ეს არის შანტაჟი, -განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
“გახარია საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ “ეს რეპრესიული პროცესი, სხვა არაფერია, თუ არა ნაბიჯი ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ და პლიუს მათი საგარეო პოლიტიკის ტოტალურად აგენტურული ქსელით დაკომპლექტების მცდელობა“.
არც არის გასაკვირი, რაც ხდება, პრაქტიკულად, როგორც ჩანს, განსაზღვრული აქვს “ოცნებას“ და ბოჭორიშვილს, რომ დიპლომატები აგენტურით ჩაანაცვლონ. კიდევ საიდან მოდის მათი დავალებები და რა დავალებების შემსრულებლები იქნებიან აგენტურული ქსელი, კაციშვილმა არ იცის. ეს რეპრესიული პროცესი, სხვა არაფერია, თუ არა ნაბიჯი ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ და პლიუს მათი საგარეო პოლიტიკის ტოტალურად აგენტურული ქსელით დაკომპლექტების მცდელობა,- აცხადებს ლილუაშვილი.
ივანიშვილის დეპუტატები დიპლომატიურ სამსახურში დაგეგმილ ცვლილებებს ხვალ პარლამენტის კომიტეტებში განიხილავენ. სავარაუდოდ ხვალვე, კანონის პროექტი პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განხილვისთვის გავა.
- “დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. პროექტის თანახმად, დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებსა და პრინციპებს ისეთი ნორმები ემატება, რომელთა დაცვაც დიპლომატიური სამსახურის პრინციპების, საჯარო ინტერესების, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების უზრუნველსაყოფად დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულ პირთათვის აუცილებელი იქნება.
"ქართული ოცნების" რეჟიმი NATO-ში საქართველოს საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობას ამცირებს - "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შტატებს აუქმებენ ამერიკაში, საქართველოს საელჩოში, გერმანიაში, ესპანეთში, მოლდოვასა და პოლონეთში.
"შაბათის ეთერს" საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებულმა არა ერთმა პირმა უთხრა, რომ რეჟიმის სამიზნე ახლა ის ხალხია, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციას მოაწერა ხელი, თქვა რომ არ ეთანხმება კობახიძის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე და იცავენ კონსტიტუციის 78-ე მუხლს.