ჩხარტიშვილმა მითხრა, რომ პატრიარქი პენსიაზე გასვლას აპირებდა - გოგაშვილი სკანდალურ შეხვედრაზე
სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თქმით, გავლენიანი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი არკვევდა, რა რეაქცია ექნებოდათ მეუფეებს პატრიარქის პენსიაში გაშვებაზე. სოსო გოგაშვილმა ვანო ჩხარტიშვილთან სკანდალური შეხვედრა ტვ პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" გაიხსენა. გოგაშვილის თქმით, ვანო ჩხარტიშვილი მას 2018 წლის გაზაფხულზე დაუკავშირდა და საპატრიარქოსთან დაკავშირებით შეხვედრა სთხოვა, შემდეგ კი უმაღლესი რანგის სასულიერო პირების აზრის გარკვევა დაავალა.
მეუბნება, რომ თხოვნა არის პატრიარქის, რომ მას უნდა პენსიაზე გასვლა და არიან მეუფეები რომლებმაც შეიძლება არაერთგვაროვანი რეაქცია გამოხატონ ამაზე, აინტერესებდა ვისაც პირადად ვიცნობ რა აზრის შეიძლება იყოს, საუბარია იმაზე, რომ ეს ადამიანი რომ გავა პენსიაზე, სიცოცხლეშივე მორჩება კანდიდატის, მეუფეების აზრის გაგება რომ მოხერხდესო. შეიძლება განიხილოს რამდენიმე კანდიდატი დ ამ კანდიდატებთან დკაავშირებით კონკრეტიკაზე არ იყო საუბარი, რა რეაქცია ექნებათ რომ გაიგებენ რომ პატრიარქი პენსიაზე გავიდეს. მან თქვა რომ პატრიარქის თხოვნა იყო ეს, მე ეჭვი შემეპარა ამაში.
მეუფეები მივიდნენ პატრიარქთან და აღმოჩნდა, რომ ილია მეორეს გადადგომაზე არაფერი უთქვამს , - თქვა გოგაშვილმა.