პირველი პასუხი კობახიძის წერილზე ტრამპის გუნდიდან
პირველი პასუხი კობახიძის წერილზე ტრამპის გუნდიდან - ჯო უილსონი შტატების პირველი პირისთვის ოლიგარქის პრემიერის გაგზავნილ წერილს უხამსობად აფასებს.
რესპუბლიკელი კონგრესმენი "ოცნებას" ივანიშვილის კრიმინალურ დაჯგუფებას უწოდებს და რეჟიმს ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს კიდევ ერთხელ ახსენებს.
ოქტომბერში თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ქართული სახელმწიფოს უკანონოდ მიტაცების შემდეგ, კრიმინალი ივანიშვილის დაჯგუფებამ:
- ყოველდღიურად ანტი-ამერიკული პროპაგანდა გაავრცელა;
- პრეზიდენტ ტრამპს კორუმპირებულობა დააბრალა;
- ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ ამერიკული კომპანიები გააგდო;
- ირანში ტერორისტულ რეჟიმთან კავშირები გააღრმავა;
- ოპოზიცია აკრძალა;
- უდანაშაულო ხალხი სცემა და დააპატიმრა.
პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენება უხამსობაა”, - წერს უილსონი.
ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა - როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
ასევე ნახეთ:
- რამდენიმე კვირის წინ წერილით მოგმართეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია - კობახიძე ტრამპს და ჯეი დი ვანსს
- კვლავ ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ - კობახიძე ტრამპსა და ჯეი დი ვენსს
- „დიფ სთეითს“ რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია" - რას წერს კობახიძე ტრამპს და ჯეი დი ვენსს აქციის მონაწილეებზე