ცისკარიშვილი: ვაშინგტონში წერილს გაეცნენ... ზოგს ეღიმება, ზოგი შეშფოთებულია, თუ როგორ შეუძლია კობახიძეს ასეთი მდარე ხარისხის წერილების წერა

14.05.25 22:09
ცისკარიშვილი: ვაშინგტონში წერილს გაეცნენ... ზოგს ეღიმება, ზოგი შეშფოთებულია, თუ როგორ შეუძლია კობახიძეს ასეთი მდარე ხარისხის წერილების წერა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ ვაშინგტონში კობახიძის ღია წერილის უკვე გაეცნენ.

როგორც ცისკარიშვილი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, "ქართული ოცნების" პრემიერის წერილის წაკითხვის შემდეგ, ზოგს ეღიმება, ზოგი კი შეშფოთებულია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუძლია კობახიძეს "ასეთი მდარე ხარისხის, უშინაარსო წერილების წერა". 

ვაშინგტონში უკვე იციან ამ წერილის შესახებ, რა თქმა უნდა, გაეცნენ. ზოგს ეღიმება, ზოგი შეშფოთებულიც არის, რომ როგორ შეიძლება სუვერენული ქვეყნის პრემიერ- მინისტრი წერდეს ასეთი მდარე ხარისხის, უშინაარსო წერილებს და ღია წერილის ფორმით აქვეყნებდეს არაფრისმთქმელ, არაფრის მომცემ წერილს. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ვუხსნით, რომ ეს მიმართულია იმ შიდა აუდიტორიისკენ, რომელზეც მუშაობს "ოცნების" პროპაგანდა ამ მთელი დროის მანძილზე. ეს ასევ მიმართულია პუტინისა და კრემლის მისამართით იმიტომ, რომ მათ დაინახონ, როგორ სწრაფად უარესდება ამ რეჟიმის ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და ის( ირაკლი კობახიძე) საბოლოოდ ვალს იხდის ბიძინა ივანიშვილთან, რომ როცა იქნება "ოცნების" დასასრული შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის, ივანიშვილს რომ უთხრას, რომ მე ხომ ყველაფერი ვცადე, რომ შენი თავი გადამერჩინა სანქციებისგან, ისევე როგორც რეჟიმის სხვა წარმომადგენლები, მაგრამ ეს ბოროტი დასავლეთი მაინც გვაწვება ჩვენ", - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა - როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

ასევე ნახეთ: