პოლიტიკასთან დაკავშირებით გახარიასთან არ მისაუბრია - ხოჯევანიშვილი

23.03.21 17:20
პოლიტიკასთან დაკავშირებით გახარიასთან  არ მისაუბრია - ხოჯევანიშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს,რომ ყოფილ პრემიერთან, გიორგი გახარაისთან კომუნიკაცია მას რამდენიმე დღის წინ ჰქონდა, თუმცა"ოცნების" მოქმედი დეპუტატი გახარიასთან თანამშრომლობაზე საუბარს  ჯერჯერობით ერიდება.ყოფილი პრემიერის კადრი ამბობს, რომ ექსპრემიერთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და პოლიტიკაზე არ უსაუბრიათ. 

პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით მე მასთან კომუნიკაცია არ მქონია, მე გიდასტურებთ რომ მასთან კარგი თანამშრომლობა, მეგობრობა მაკავშირებს, მე არაფერი მაქვს აღნიშნულთან დაკავშირებით სათქმელი, სხვა პოლიტიკურ საკითხებზე მასთან კომუნიკაცია არ მქონია, - ამბობს ხოჯევანიშვილი. 

"ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი გიორგი გახარიასთან ერთად შსს-ში მუშაობდა. ხოჯევანიშვილი გახარიას გუნდის წევრად მოიაზრება. 

ცნობისთვის, გადადგომის შემდეგ, პირველი კომენტარი გიორგი გახარიამ 22 მარტს  გააკეთა და თქვა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.