შურისძიება აბუდაბის დაპირისპირების გამო?! - ლაშა გაბიტაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს
აბუ-დაბის სკანდალური დაპირისპირების მთავარ ფიგურანტს, რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთვა. ლაშა გაბიტაშვილს ქართული პასპორტი აღარ აქვს. მოქალაქე, რომელმაც "ქართული ოცნების" წევრებს ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძეს არაბული არდადეგების დროს, "რუსის მონები" ეძახა დარწმუნებულია, რომ ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა.
ლაშას მეუღლე ისრაელის მოქალაქეა, მან კანონით დადგენილი პროცედურით, ისრაელის მოქალაქეობა მიიღო, თუმცა როდესაც პარალელურად საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებით მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს მიმართა, უარი უთხრეს.
ლაშა გაბიტაშვილმა, ქართული ოცნების ოთხ დეპუტატებს არაბული არადადაგების დროს, "მონები რუსები" და "ოლიგარქის მსახურები" ეძახა, მისი გავრცელებული ვიდეომასალის შემდეგ, გაბიტაშვილს სასტუმროში საჩვენებელი თავდასხმა უკვე ოცნების წევრებმა მოუწყვეს. მაშინ დაემუქრნენ რომ პასუხს საქართველოში მიღებდა.
ზარქუა პასუხისმგებლობას თავიდან იხსნის, აბუ - დაბიში გალახულ დეპუტატს საუბარი გაბიტაშვილის შესახებ აღარ სურს.
ირკვევა რომ ლაშა გაბიტაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის არანაირი საფუძველი არ არსებობს. იურისტები განმარტავენ, რომ პირს ამ შემთხვევაში ლაშა გაბიტაშვილს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის პარალელურად შეუძლია შეინარჩუნოს საქართველოს მოქალაქეობა თუ საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ ჩაითვლება
აქტივისტი სამართლებრივ დავას აანონსებს და არ გამორიცხავს რომ ეროვნულ დონეზე საქმის განხილვის შემდეგ, რეჟიმის დასჯის და დაშინების კამპანიის დაკანონებული მცდელობა ევროპულ სასამართლოში წაიღოს.