რეჟიმს წყალი აქვს შედგმული - სიორიძე

"რეჟიმს წყალი აქვს შედგმული" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, აღნიშნულს ირაკლი კობახიძის მიერ დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილი წერილი, მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან შეხვედრების შემცირება და ივანიშვილის რეჟიმში მიმდინარე როტაციები ადასტურებს.
რეჟიმს წყალი აქვს შედგმული. ეს ჩანს იმაში, თუ როგორ რეაგირებენ ამერიკის შეერთებული შტატების ნაბიჯებზე. გავიხსენოთ კობახიძის წერილი, მეგობარი აქტი. ჯერ თამასას აწევენ ხოლმე, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ალაგებენ და შემდეგ ცდილობენ, რომ ამას ნიველირება გაუკეთონ და შინაარსი გააუფასურონ. ამავდროულად, ისინი ევროკავშირთან ყოველგვარი ურთიერთობის რეჟიმიდან გამოსულები არიან. ტირანაში ევროსაბჭოს წარმომადგენლებსაც არ შეხვედრია კობახიძე. შიგნით არის რყევები. ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან სერიოზული წმენდა იყო "ოცნების" რიგებში. აქ არ არის რიგით წევრებზე საუბარი, სუს-ის უფროსი გაათავისუფლეს. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს." - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა - როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
ასევე ნახეთ:
- რამდენიმე კვირის წინ წერილით მოგმართეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია - კობახიძე ტრამპს და ჯეი დი ვანსს
- კვლავ ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ - კობახიძე ტრამპსა და ჯეი დი ვენსს
- „დიფ სთეითს“ რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია" - რას წერს კობახიძე ტრამპს და ჯეი დი ვენსს აქციის მონაწილეებზე