ეს ბოლოს შექსპირსაც დაიჭერს - გია ხუხაშვილი თეა წულუკიანზე

23.03.21 18:13
ეს ბოლოს შექსპირსაც დაიჭერს - გია ხუხაშვილი თეა წულუკიანზე

გია ხუხაშვილმა კომენტარი კულტურის მინისტრის განცხადებაზე გააკეთა. ექსპერტი ვარაუდობს, რომ კულტურის სამინისტროში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებზე დევნა დაიწყება.

ეს ბოლოს შექსპირსაც დაიჭერს - აცხადებს გია ხუხაშვილი.

თეა წულუკიანმა დღეს განაცხადა, რომ კულტურის სამინისტროში არიან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები, რომლებიც ,,ნაციონალურ მოძრაობას" მხარს უჭერენ. წულუკიანი აცხადებს, რომ გაარკვევს, რამდენად უშლის პოლიტიკური მრწამსი ასეთი ადამინების ხელს სამინისტროში საქმიანობას.